თეგებით ძიება

მახარებს საქართველოს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური ანგარიშები - ბუნდესტაგის წევრი

გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) წევრი ალბერტ ვეილერი თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ გერმანია მზადაა, საქართველოს დაეხმაროს ქვეყანაში უფრო მეტი დემოკრატიისა და პოლიტიკური თანამონაწილეობის უზრუნველყოფაში.

“საქართველომ პირველად გააკეთა არჩევანი ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით. ძალიან მახარებს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური ანგარიშები. მიზანი იყო და კვლავაც რჩება ქვეყანაში უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური თანამონაწილეობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ საქართველოს ამ მისწრაფებაში მხარი დავუჭიროთ.” – წერს ალბერ ვეილერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა