თეგებით ძიება

„წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება“ - რას წერს ნიკა მელია?

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

„რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს.  ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ  მომხრეებს და ამშვიდებდნენ სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს. 

ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც  უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს. 

 "თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება" - ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში  ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები. 

წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა