თეგებით ძიება
10. 11. 2020 მსოფლიო

სომხეთი 26 წლის შემდეგ მთიან ყარაბაღზე კონტროლს კარგავს- რა წერია "კაპიტულაციის აქტად" წოდებულ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტისა და ყარაბაღის ომის დასრულების შეთანხმების ტექსტი უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა სამივე ქვეყნის საგარეო უწყებათა მიერ.

აღნიშნულ შეთანხმებას სომხეთის მთავრობის მეთაური „წარმოუდგენლად მტკივნეულს“ უწოდებს. აღნიშნული შეთანხმების ტექსტი ამგვარად გამოიყურებ:

„ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:

1) მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედება დაიწყება 2020 წლის 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩებიან.

2) 2020 წლის 20 ნოემბრამდე აგდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის მხარეში არსებული ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3) რუსეთის მშვიდობისმყოფელთა სამხედრო კონტიგენტი, რომელთა რაოდენობა დაკომპლექტდება 1960 სამხედროთი, 90 ჯავშანტრანსპორტიორითა და 380 ერთეული ავტომობილით, განლაგდება უშუალოდ მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ.

4) მას შემდეგ, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი დაიწყება , აღნიშულ ტერიტორიაზე განლაგდება რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელთა სამხედრო დანაყოფი. კონტიგენტის ხანგრძლივობის ვადა განისაზღრება 5 წლის ვადით, რომელიც გახანგრძლივდება 5 წლის შემდეგ.

5) კონფლიქტის მხარეთა შეთანხმების შესრულების გაკონტროლების ეფექტის გასაზრდელად, ჩამოყალიბდება სამშვიდობო ცენტრი, რომელიც გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის პროცესს.

6) სომხეთი 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს კელბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, პირველ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონსაც. ასევე დარჩება 5 კმ-იანი სიგანის ზონა ლაჩინის დერეფანზე, რომელიც უზრუნველჰყოფს ყარაბაღის სახმელეთო გზით დაკავშირებას სომხეთთან.

7) იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები დაბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. აღნიშნულ პროცესს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი გააკონტროლებს.

8) დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდება სამხედრო ტყვეების , დაღუპულთა ცხედრების გაცვლა.

9) სომხეთმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო კავშირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. უნდა მოხდეს ორგანიზება მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებლად გადაადგილების შესახებ. აღნიშნულ ტრანსპორტის უსაფრთხოებას დაიცავს და გააკონტროლებს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა