თეგებით ძიება

პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მჟავანაძეს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა - ედუარდ მარიკაშვილი

პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მჟავანაძის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, მომხდარს არა ერთი თვითმხილველი ჰყავს:
"პოლიციის ეზოში მას ორმა პოლიციელმა, მინიმუმ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული, ამის თაობაზე მივმართეთ სახლემწიფო ინსპექტორს, დაიწყო გამოძიება და დილით გიორგი მჟავანაძეს სასამართლოში გადაყვანამდე გამოკითხავენ", - განაცხადა მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 4 პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯერ კიდევ მაშინ დააკავა, სანამ კომენდანტის საათი დაიწყებოდა. დაკავბულებს წვრილმან ხულოგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. აქტივისტებს პარლამენტთან შეშა მიჰქონდათ გასათბობად, რაც სამართალდამცველებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა