ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტაძრის ფასადის, სამხრეთის კოშკის, კიბეების, ვიტრაჟების რესტავრაცია. პირველი ეტაპის ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.