თეგებით ძიება
10. 11. 2020 მსოფლიო

აქციის მონაწილეები სომხეთის პარლამენტში შეიჭრნენ

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განკეთებული განცხადების შემდეგ, სომხეთის პარლამენტში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ.

მომიტინგეებმა ამ დროისთვის უკვე დატოვეს სომხეთის საკანონმდებლო ორგანო. ისინი პარლამენტის დეპუტატებს ელიან იმ იმედით, რომ გააუქმებენ ამ გადაწყვეტილებას.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მომიტინგეები დეპუტატებს შუადღემდე ელოდებიან.

აქციის მონაწილეები სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატებს მოუწოდებენ პარლამენტში გამოცხადდნენ და მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილონ.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერევნის ცენტრში მდებარე მთავრობის სახლთან პოლიციელების კორდონი ჩააყენა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა