თეგებით ძიება
10. 11. 2020 მსოფლიო

ჩაშაქრული მურაბის ქილებში ოქროს ზოდები და მონეტები ნახეს

საფრანგეთში, ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ მიტოვებულ მამულში ადგილობრივი მერიის თანამშროლებმა განძი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიტოვებული მამული უძველესი დროიდან ვაჭრების ოჯახს ეკუთვნოდა. მისი უკანასკნელი მფლობელი გასათხოვარი ქალი იყო, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩა.

წესით, ქალის გარდაცვალების შემდეგ სახლი მის პირდაპირ მემკვიდრეს უნდა გადასცემოდა, მაგრამ მან უძრავ ქონებაზე უარი თქვა და მერიას გარიგება შესთავაზა, რის საფუძველზეც, მიტოვებული მამული მერიამ 130 000 ევროდ შეიძინა.

სახლის დათვალიერებისას, მერიის სპეციალისტებმა ერთ-ერთ კარადაში ჩაშაქრებული მურაბა იპოვეს, რომელიც ოქროს მონეტებით და ზოდებით იყო სავსე. მთლიანობაში, მურაბის ქილებიდან 5 ოქროს ზოდი და 1000 ოქროს მონეტა ამოიღეს.

ამის გარდა, მიტოვებულ სახლში ნახეს ძველებური უთოები, საათები, XIX საუკუნის ოპტიკური ხელსაწყოები, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფოტოები და ძველი საბუთები.

გავრცელებული ინფორმაციით, განძის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ქალაქის ბიუჯეტში შევა. წუნია მემკვიდრეს კი არაფერი შეხვდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა