თეგებით ძიება

ნაცმორაობავ, ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ? რას ბოდავთ თქვენი თავმჯდომარე? - ჩერგოლეიშვილი

ჟურნალი „ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ მიმართვას სოციალური ქსელით ეხმიანება.

“ნაცმოძრაობავ – გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს. თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა? და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი? თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას! მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა. ამასთან – ყველაფერს აქვს თავისი წესი (უწესოები რომ ხართ, ეგეც დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ახალი საზღვრები აღმოგიჩენიათ). როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროვებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად. ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა