უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 13 დრონი გაუშვეს.
„18 მაისის ღამეს, ოკუპანტებმა Shahed 131/136-ის ტიპის 13 დრონის გამოყენებით რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ოლქებიდან შეტევა განახორციელეს“, - წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა დრონები პოლტავას, ვინიცას, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.