თეგებით ძიება
10. 11. 2020 მსოფლიო

დანიში კორონავირუსის უძლიერესი შტამის მატარებელ წაულებს მასობრივად ხოცავენ- მოკლულია მილიონობით ცხოველი

დანიაში აქტიურად მიმდინარეობს 17 მილიონი წაულას დახოცვის ე.წ ოპერაცია. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ხოცვა-ჟლეტა მიმართულია იმისათვის, რათა არ მოხდეს ცხოველთა მიერ ვირუსის მუტაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებული განვითარება- მეცნიერთა თქმით, წაულების შემთხვევაში განვითარდა კორონავირუსის ისეთი შტამი, რომლის წინააღმდეგ ამ დროისთვის შექმნის პროცესში მყოფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიც კი უძლური იქნება.

ბრიტანული მედია ავრცელებს შოკისმომგვრელ კადრებს, სადაც ჩანან სატვირთო ავტომობილებიდან გადმოყრილი ცხოველების გვამები, რომლებსაც სახელდახელოდ მოწყობილ-გათხრილ საფლავებში მოათავსებენ. მთავრობის თქმით, ცხოველებს სამხედრო ბაზასთან ახლოს მოწყობილ საფლავებზე დაკრძალავენ- აღიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის ნაგავსაწვავი სადგურები არ გააჩნიათ.

ადგილობრივთა ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 2 მილიონამდე წაულაა მოკლული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა