თეგებით ძიება

ენმ გრიგოლ ვაშაძეს უნდა დაემშვიდობოს - ირინა სარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ირინა სარიშვილი პარტიას ურჩევს, რომ ისინი თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს უნდა დაემშვიდობონ, რაც ისევ მათთვის იქნება უკეთესი.

„გრიგოლ ვაშაძეს – ამოტოლა გამოცდილების კაცს კი უნდა სცოდნოდა, ვისთანაა და, რომ არ შერჩებოდა ის სამარცხვინო განცხადება რაც გააკეთა და მერე აღარც გადაკეთება მოუწევდა განმარტების სახელწოდებით, რომელსაც უკვე დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილი, ისევ და ისევ ერთობის შენარჩუნების მიზნით.

მე მხოლოდ მხარდამჭერი ვარ და არა პარტიის წევრი, კარგად მესმის შიდაპარტიული სირთულეები და ისიც ვიცი რომ გარედან პარტიულ საკითხებში არ უნდა ჩაერიო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, ჩემი აზრით, რომ გარედან საჯაროდ მიცემული რჩევა პარტიისთვის ბევრად უკეთესი იქნება.
ხოდა ეს რჩევა შემდეგში მდგომარეობს:
გრიგოლ ვაშაძეს თავისი პირვანდელი განცხადებისთვის უნდა დაემშვიდობოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

რაც შეეხება ჩასაფრებულ ვითომ აქაურებს, არჩევნებამდეც რომ წყალს ამღვრევდნენ და ეხლაც რომ ამ ამბით ხარობენ, აი რა მაგრები ვართო და ჭორაობენ – არ ვურჩევ საკუთარი თავების ასე სწრაფად გაშიფვრას – მალე ისედაც ყველაფერი გაირკვევა და დაელოდონ – არ იჩქარონ.

პროტესტი და ბრძოლა გრძელდება და ნებისმიერ მოლაპარაკებისმაგვარი ამ ხმების ქურდებთან მხოლოდ მას მერე, რაც პროტესტანტების მოთხოვნები დაკმაყოფილდება!

ძალა ერთობაშია!“ – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა