თეგებით ძიება
11. 11. 2020 მსოფლიო

მამის უმძიმესი განაჩენი და შურისძიება ქალიშვილზე - გოგონას, რომელმაც პოლიციაში მუშაობა დაიწყო, თვალები დათხარეს

უკანასკნელი რამ, რაც 33 წლის ხატერამ ნახა, იყო მოტოციკლზე მსხდომი სამი მამაკაცი, რომლებიც მას მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც იგი სამსახურიდან, პოლიციის შენობიდან გამოდიოდა. ბოროტმოქმედებმა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და აგრეთვე დანითაც დაჭრეს თვალის არეში. აღნიშული შემთხვევა ავღანეთის ცენტრალურ პროვინციაში, ღაზნიში მოხდა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც გაიღვიძა სრული სიბნელე იყო ირგვლივ- „ ვკითხე ექიმებს თუ რატომ ვერ ვხედავდი ვერაფერს, რაზეც მიპასუხეს, რომ თვალები ჭრილობების გამო შეხვეული მქონდა, თუმცა უმალვე მივხვდი, რომ ვერასოდეს ვერ დავინახავდი, რადგან თვალები რეალურად აღარ მქონდა“...

ხატერა და ადგილობრივი სამართლდამცავები მომხდარ თავდასხმაში თალიბანის მებრძოლებს ადანაშაულებენ. თალიბანიც თავის მხრივ უარყოფს მომხდარში მონაწილეობას და აცხადებს, რომ თავდამსხმელები მსხვერპლის მამის მითითბით მოქმედებდნენ, რადგან მშობელს არ სურდა, რომ მის შვილს სახლისგან მოშორებით ემუშავა, სწორედ ამიტომ მამამ გადაწყვიტა შვილის დასჯა იმის გამო, რომ მის მითითებებს არ ემორჩილებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხატერა მუდამ ოცნებოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ქალი და ჰქონოდა თავისი პროფესია, რომელსაც მამა უზღუდავდა. შვილი მშობლის მუქარებსა და გაფრთხილებებს მაინც არ დაემორჩილა და ღაზნის პოლიციის დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა.

ხატერას განხადებით, არაერთხელ შეამჩინა, რომ როდესაც იგი სამსახურში მოდიოდა, მამამისი უკან მოყვებოდა, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო ახლო კონტაქტის დამყარება თალიბანთან, რომელთაც დაავალა, რომ შვილისთვის სამსახურში სიარული რაიმე ფორმით შეეზღუდათ და ისე მოეწყოთ ყველაფერი, რომ ხატერას სამსახურში აღარ ევლო. გავრცელებული ინფორმაციით, თალიბანს გადასცეს ქალის პირადობის მოწმობის ასლი, რომლის შემდეგაც რამდენიმე დღეში მოხდა მსხვერპლზე თავდასხმა.

ღაზნის პოლიციის სპიკერმა დაადასტურა, რომ აღნიშნული თავდასხმის შემსრულებელი ორგანიზაცია თალიბანის წევრები არიან, რომლებსაც თავდასხმა ხატერას მამამ შეუკვეთა- იგი ამჟამად პატიმრობაშია. მსხვერპლის დედა კი ამ დრომდე ხატერას ადანაშაულებს იმაში, რომ მან საკუთარი მშობელი ამხილა და დააპატიმრებინა სამართალდამცავებს.
წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა