თეგებით ძიება
11. 11. 2020 მსოფლიო

აქციის მონაწილეებმა ერევანში სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს.

სომხეთის დედაქალაქში მდებარე „ღია საზოგადოების ფონდის“ შენობაში დემონსტრანტების შეჭრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

კადრებში ჩანს, რომ ფონდის შენობაში დოკუმენტები, საქაღალდეები და სხვადასხვა ნივთები იატაკზე დაყარეს და ავეჯი დააზიანეს.

ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ ფონდის შენობაში შეჭრილი აქციის მონაწილეები სხვადასხვა ოთახის კარის შემტვრევას ცდილობდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები რადიო „თავისუფლების“ სომხური ბიუროს ოფისსაც დაესხნენ თავს.

https://1tv.ge/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა