თეგებით ძიება
11. 11. 2020 მსოფლიო

რა მიზნით ჩამოდის მაიკ პომპეო თბილისში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრას გამართავს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მხარდაჭერას გამოხატავს - აღნიშნულ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს:
„თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში გეგმავს ვიზიტს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა