თეგებით ძიება

როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა კარანტინში - ფსიქოლოგი გვირჩევს

ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებს დიდი დროის იზოლაციაში გატარება უწევს და აქედან გამომდინარე ჰარმონიული ურთიერთობის და მშვიდობის შენარჩუნება ამ პერიოდში იმდენად რთულია, როგორც არასდროს.

ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას - "როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა კარანტინში".

სტრესული სიტუაციები, მითუმეტეს პანდემია და ვალდებულებითი იზოლაცია იწვევს ადამიანში ყველა ნაკლის წარმოჩენას, რასაც მანამდე წყვილი ვერ ამჩნევდა.

შესაძლოა გამოვლინდეს წყვილში უნდობლობა, დაძაბულობა, წყენა, შიში და პრობლემები, რომელიც გროვდებოდა წლების განმავლობაში და თუ ვერ შეძლებთ ამ კრიზისული პერიოდის, ურთიერთობაში პრობლემების გადალახვას, პანდემიის შემდეგ ურთიერთობის აღდგენა უფრო გაგიჭირდებათ.

მნიშვნელოვანია ურთიერთობაში შეინარჩუნოთ სიხალისე, ვნება, ერთმანეთთან სიახლოვე.

თუ რაც წაიკითხეთ გეცნოთ ეს ყოველივე და გააცნობიერეთ, რომ თქვენი ურთიერთობა გადის არც თუ ისე სასიამოვნო პერიოდს, შეეცადეთ შემატოთ, მეტი სიხალისე და სიამოვნება ურთიერთობას:

1. დაუთმეთ ერთმანეთს მეტი დრო, მოიწყეთ განტვირთვა, გაიხსენეთ შეყვარებულობის პერიოდი, ის გრძნობები, როდესაც პეპლები დაფრინავდნენ მუცელში და არაფერი გადარდებდათ დედამიწის ზურგზე, ეს შეგრძნებები კი გაუზიარეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, აანთეთ მისი გული პირვანდელი სიხალისითა და ვნებით, ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს, რათა ერთმანეთი დაძაბულობისგან განმუხტოთ.

2. დაათვალიერეთ სურათები, ქორწინების, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდით, და ყველა ერთად გადაღებული და სახალისო ფოტოები, ასეთი მომენტები ძალიან დაგაახლოვებთ და გაგახსნებეთ, თუ რამდენად ძლიერად გიყვართ სინამდვილეში ერთმანეთი.

3. ითამაშეთ ერთობლივად ჭადრაკი, კარტი, ლოტო და გახალისდით. იმღერეთ, იცეკვეთ, უყურეთ კომედიურ ფილმებს, იცინეთ, ყოველივე ეს ხომ თერაპიაა და ამით საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობის სიჯანსაღეს შეინარჩუნებთ.

4. უყურეთ რომანტიულ ფილმებს. გაატარეთ ერთად საიამოვნო დრო, ისაუბრეთ, გაუზიარეთ ერთმანეთს სასიამოვნო მოგონებები, მოაწყვეთ რომანტიული ვახშამი, ეცადეთ ყველანაირად მეტი სასიამოვნო და დადებითი ფერადი ემოციები შემატოთ ურთიერთობას, არ მისცეთ უფლება დაძაბულობასა და სტრესს ნეგატიურად იმოქმედოს, როგორც თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ასევე ურთიერთობაზე.

5. უსმინეთ და წაიკითხეთ ფსიქოლოგიური და სამოტივაციო სტატიები, ეს შენელებული პერიოდი, რაც პანდემიამ გამოიწვია, გამოიყენეთ საკუთარი თავის პიროვნული და სულიერი ზრდისათვის და იმუშავეთ ურთიერთობის არა შენარჩუნებაზე, არამედ გამყარებაზე. ყველა გამოსაცდელი სიტუაცია შეუძლია ადამიანს თავის სასიკეთოდ შემოაბრუნოს.

6. ისწავლეთ მოთმინება, ძალიან ხშირად ურთიერთობაში რაიმეს გამუდმებით მოთმენა ნეგატიურად აისახება ადამიანებზე, მაგრამ ეხლა ის პერიოდია, როდესაც უნდა ვისწავლოთ მოთმენა, რადგან პანდემიამ და იზოლაციამ აუცილებელ პირობად დააყენა მოთმენა, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ურთიერთობები, სამსახური და ასე შემდეგ...

7. და ბოლოს, ნუ გეშინიათ ეს პერიოდიც გაივლის და ყველაფერი უკეთესად იქნება!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა