თეგებით ძიება
11. 11. 2020 მსოფლიო

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო-სადამკვირვებლო პოსტების განლაგება დაიწყო

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეწყვიტეს საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში, მათი სამხედროები კი დისლოკაციის ადგილზე დარჩებიან - აცხადებს რუსეთის ფედერაციის გენშტაბი.

გაცხადებული ინფორმაციით, რუსეთი ყარაბაღში განათავსებს მშვიდობისმყოფელთა 16 სადამკირვებლო პოსტს, რომელიც დაკომპლექტდება რუსი სამშიდობო კონტიგენტისა და სამხედრო პოლიციისგან.

ყარაბაღში რუსეთის სადამკვირვებლო პუნქტების მიზანი იქნება სომხეთ და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა სამშვიდობო ძალების გენერალური შტაბისათვის. მათი მთავარი მიზანი აგრეთვე გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სატრანზიტო ტრანსპორტის გადაადგილებისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკანონო ქმედებების აღკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

რუსეთის გენშტაბაში აცხადებენ, რომ მათი სამხედროების შემადგენლობაში იქნება BTR-ის ტიპის ჯავშანტრანპორტიორი, ტიგრისა და ტაიფუნის ჯავშანმანქანები.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა