თეგებით ძიება

მოთხოვნა, სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, მანამდე ყველა არჩევნები გაყალბებულად გამოვაცხადოთ, კომპრომისამდე ვერ მიგვიყვანს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როდესაც მოთხოვნას იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ გააჩნია და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება და გამომდინარეობს გამოგონილი გაყალბებიდან ბუნებრივია ეს მოთხოვნა კომპრომისთან მისვლას და პოზიციებთან დაახლოებას ვერ მოემსახურება.

"ერთია რა ჰგონიათ ვთქვათ მმართველი გუნდის რომელიმე წარმომადგენელს, მაგრამ უდავოა ის ფაქტი, რაც არ უნდა სუბიექტური განცხადებები ჩვენ ვაკეთოთ, თუ კი ობიექტურად მართლაც ვინმე დააკვირდება ამ მოვლენებს, როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ყველა უბანზე იყო პრაქტიკულად ყველა უბანზე იყო, შეიძლება აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იყო და ვთქვათ 3 847-ივე უბანზე არ იყოს, მაგრამ 3 000 უბანზე მეტზე, რაც იყო ამ ჩანაწერების ნახვაზე, გაშიფვრაზე, მის ანალიზზე, ხმების გადაცვლაზე - ასეთ საკითხებზე, როდესაც უარი გხვდება და კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით მათი აზრით ე.წ. ფონის გაკეთება, ფონს გასვლა და რაღაცა შედეგის მიღება.

მოთხოვნა, რომელიც ასე ითარგმნება, რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს მანამდე გამოვაცხადოთ ყველა არჩევნები გაყალბებულად ბუნებრივია კომპრომისამდე და კონსენსუსამდე ვერ მიგვიყვანს. შესაბამისად, თუ კი მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის და კარი ღიაა, მაგრამ, როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც მოცემულობიდან არ გამომდინარეობს და გამომდინარეობს, როგორც ბატონმა კახიმ თქვა, მოდელირებული და გამოგონილი გაყალბებიდან - ბუნებრივია ეს მოთხოვნა აღსრულებას, შესრულებას, კომპრომისთან მისვლას და პოზიციებთან დაახლოებას ვერ მოემსახურება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა