„ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა, ხალხო! გესმით ხო ეს რას ნიშნავს?!“ - რას წერს ნიკა გვარამია?
პარტია „მთავარის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისთვის წარედგინილი კანონპროექტის შესახებ წერს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობას ეხება.
კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში ასევე წერია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ანტიდემოკრატიულ სვლას-ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დაიცავს ადამიანის უფლებებს და ა.შ. ხელი მოეწერება:
⭕️ აშშ-სთან ვიზალიბერალიზაციას,
⭕️ ახალ სავაჭრო პაკეტს,
⭕️ ყოვილსმომცველ თავდაცვის პაკეტს.
შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ ოცნება, ევროკავშითან და ყველა მის სიკეთესთან ერთად, გვაკარგვინებს ყველაფერ ჩამოთვლილს.
ps ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა, ხალხო! გესმით ხო ეს რას ნიშნავს?! - წერს გვარამია.