დღეს ახალმთვარეობაა, ნიშანი – მორიელი - რა უნდა გავაკეთოთ დღევანდელ დღეს
15 ნოემბერს განსაკუთრებული ახალი მთვარეა, რადგან მთვარის დაბნელებას (30.11.2020) უსწრებს წინ.
ეს ახალმთვარეობა აგრძელებს ამ წლის სერიოზულ ტრანსფორმაციებს, ჩვენ გველოდება საკუთარ თავზე მუშაობა, გაცნობიერება, გააზრება ბოლომდე, თუ რა ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ცხოვრებაში იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გადავდგათ ნაბიჯი მომავალში.
წლის ბოლომდე კიდევ გველოდება, რამდენიმე ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ენერგეტიკულ ბიძგს მისცემს ადამიანებს გათავისუფლდნენ ძველისგან, გადატვირთონ ყოველივე, რაც მოძველდა, უსარგებლოა და დაასრულონ დაწყებული საქმეები.
არ დაკარგოთ დრო, იმუშავეთ, გააცნობიერეთ, გამოიყენეთ ეს ენერგიები ტრანსფორმაციისათვის, იმისათვის, რომ გაეხსნათ ახალ ცხოვრებას.⠀
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე მკითხველს იმ რეკომენდაციებს გთავაზობთ, როგორ შეხვდეთ ახალ მთვარეს და როგორ შეეწყოთ მთვარის ენერგიას ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
1. გაათავისუფლეთ სახლი ძველი ნივთებისგან, გენერალურად დაასფუთავეთ, ამავე დროს წარმოიდგინეთ, რომ ასუფთავებთ თქვენს გონებას ძველი უსარგებლო ცხოვრებისეული ნეგატიური პროგრამებისაგან, რაც გიქმნიდათ ცხოვრებაში შეზღუდვებს და უკან გხევდათ. გააცნობიერეთ რისგან გსურთ გათავისუფლება, იმისათვის, რომ წარმატებისკენ იაროთ წინ!
2. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აყვეთ პროვოკაციებს, ყურადღება დაუთმეთ საკუთარ სხეულს, ჯანმრთელობას. მიიღეთ აბაზანა და წარმოიდგინეთ, როგორ თავისუფლდებით ყოველგვარი განცდებისგან, შიშებისგან, წყენებისგან, შფოთვებისგან.
3. გაატარეთ დრო ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მოდუნდით და იფიქრეთ პოზიტიურად.
4. გააკეთეთ ენერგეტიკული პრაქტიკები – იმედიტირეთ, რაც დაგეხმარებათ ემოციების დაბალანსებაში და პოზიტიური განწყობის შექმნაში.
5. საუკეთესო დროა გათავისუფლდეთ მომწამლავი ურთიერთობებიდან, ნეგატიური ჩვევებისგან.
6. შესანიშნავი დროა, გააკეთოთ ენერგეტიკული რიტუალები, შეადგინოთ სურვილების რუქა:
ჩამოწერეთ გეგმები თუ რისი გაკეთება ან გაუმჯობესება გსურთ თვის ბოლომდე ან წლის ბოლომდე:
ა). იფიქრეთ, თუ როგორ გსურთ ან როგორი ემოციებით ამ დროის გატარება?
ბ). შეინახეთ ეს ინფორმაცია, რომ არაფერი გამოგრჩეთ, გაუგზავნეთ ახლობელ ადამიანებს, მიაწოდეთ სასიკეთო ინფორმაცია.
გ.) აანთეთ ლამაზი, სურნელოვანი 3 სანთელი ან ეკლესიის სანთელი, რომელიც მოგესურვებათ და აიღეთ სუფთა ფურცელი (როგორც ახალი ცხოვრების სიმბოლო) და მიწერეთ საკუთარ თავს ,,სიყვარულის წერილი“, უსურვეთ საკუთარ თავს ბედნიერება და აღწერეთ ის ახალი მოვლენა, რომელიც გსურთ თქვენს ცხოვრებაში განხორციელდეს ამ თვის განმავლობაში:
იხელმძღვანელეთ ამ კითხვებით:
რა გამაბედნიერებს?
როგორც ვხედავ საკუთარ სახლს და გარემოცვას?
და როგორ მინდა გამოვიყურებოდე და რას მინდა ვგრძნობდე?
დადეთ ეს წერილი ფანჯრის რაფაზე, რათა შეივსოს ღამე მთვარის ენერგიით.
აირჩიეთ აფირმაცია, რომელსაც გთავაზებთ და იმეორეთ დღის განმავლობაში!