თეგებით ძიება

დღეს სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ევროპული საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით - დონაძე

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, დღეს სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ევროპული საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით.

დონაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ საჩივარი შეიტანა სხვადასხვა საოლქო კომისიებში უბნების გადათვლასთან დაკავშირებით, მას შემდეგ კი რაც საჩივრები არ დაკმაყოფილდა, მათ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შიეტანეს, სადაც ასევე არ დაკმაყოფილდა საჩივარი.

დონაძემ აღნიშნა, ევროპული საქართველოს საბოლოო სარჩელს სასამართლო დღეს გამოაცხადებს.

„ევროპული საქართველოს საჩივარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, გამომდინარე აქედან, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. მეორე სარჩელი, ეს არის ის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადაზე ადრე შეაჯამა არჩევნები და ასევე გავასაჩივრეთ შეჯამება.

დღეს იქნება ერთი სარჩელის გამოცხადება, ხოლო მეორე სარჩელის სხდომა არის ჩანიშნული ასევე დღეს.

შემაჯამებელ ოქმამდე, კენჭისყრის პროცესი იყო მთლიანად ხარზვეზიანი, ყველა პროცედურა მიმდინარეობდა ხარვეზით და შემდეგ უკვე ნახევარი უბნების შემაჯამებელი ოქმები დაიწერა ისე, რომ არ დგებოდა ბალანსი. ჩვენ ეს ოქმები აბსოლიტურად ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში გავასაჩივრეთ, საოქლო საარჩევნო კომისიამ არცერთი უბანი არ გახსნა და არ გადათვალა, ეს დაუბალანსებელი ოქმები შეასწორა ზეპირად, დაიბარა კომისიები და ასე ზეპირად მხოლოდ ქართული ოცნების უბნის წევრებს შეასწორებინა ოქმები.

ამის შემდეგ სხვადასხვა ინსტანციაში გავასაჩივრეთ, თუმცა არსად არ დაკმაყოფილდა.

ძალიან დიდი ხარვეზია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და უკვე შეაჯამა უბნები. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს სასამართლოსგან, რადგან ამ გაყალბების სქემაში მონაწილეობას იღებს როგორც საოლქო კომისიები, ისე სასამართლოები.

ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ქართული ოცნება არანაირ სამართლებრივ ბრძოლის გზას არ ტოვებს და ერთადერთ გზად, ქუჩაში საპროტესტო აქცია რჩება.“ - განაცხადა დონაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა