ბათუმში ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" შსს-მ განუცხადა.
"ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა", - აცხადებენ უწყებაში.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური.
წყარო:newposts.ge