"გვიყვარხარ, სალომე" - პრეზიდენტი ქალების მარშს შეუერთდა
თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს. მარშის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და ათონელის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს - ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებთან პრეზიდენტი გამოვიდა და პროტესტის ავანგარდში მოქცეულ ადამიანებს შეუერთდა.
"გვიყვარხარ, სალომე" - სკანდირებენ ორბელიანების სასახლესთან შეკრებილი ადამიანები და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი.