თეგებით ძიება

"ორგანიზებული და კარგად დაგეგმილი დანაშაული "ოცნება" ვერ ეგუება, რომ გლდანში მელიამ კობიაშვილი დაამარცხა" - შტაბის უფროსი ოფისის დაწვაზე

ნიკა მელიას შტაბის უფროსის, თორნიკე ბიკაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის ოფისზე თავდასხმა, მმართველი პარტიის ხელწერაა.

„როგორც გვეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა მოლოდინი, რომ რაიმე გაირკვევა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ყველას კარგად გვახსოვს მსგავს ფაქტებზე რა შედეგებიც იდება.

ესაა ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ მოქმედებს ხელისუფლება მაშინ, როდესაც არჩევნებს აგებს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ეს არჩევნები გააყალბა, მათ მაინც ვერ შეძლეს გლდანში კობიაშვილის გამარჯვება დაეფიქსირებინათ. სწორედ ამ ფაქტს ვერ ეგუება ოცნება.

ეს არ არის შემთხვევითი გამვლელის მიერ ჩადენილი. ესაა ორგანიზებული და კარგად დაგეგმილი დანაშაული. ნასროლია ქვა და შემოგდებულია ორი საწვავით სავსე ბოთლი.“- აცხადებს ბიკაშვილი

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა