თეგებით ძიება

ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნების შიში აქვს, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია - ნინო ბურჯანაძე

\'\'ერთიანი საქართველოს\'\' ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პოლიტიკური ლიდერი თავად იღებს გადაწყვეტილებებს.


ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილი მისთვის არადამახასიათებელი სიფრთხილით საუბრობს.

„პოლიტიკური ლიდერი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს, როდის წამოვიდეს, როდის ჩავიდეს და როდის- არა. ამაში ვერ ჩავერევი. სააკაშვილს ჰყავს სერიოზული ნაწილი მომხრეებისა და ამ არჩევნებმაც დაგვანახა, მაგრამ მეორე მხრივ, ბევრი ადამიანია, ვისაც სააკაშვილის დაბრუნების შიშის ფაქტორი აქვს. ეს გარკვეულწილად, გასათვალისწინებელი ფაქტორია. თავად ის, რომ სააკაშვილიც მისთვის არადამახასიათებელი სიფრთხილით საუბრობს, ეს მაჩვენებელია, რომ მან დაინახა, ჰყავს მომხრეები, რომლებსაც წახალისება სჭირდებათ, მაგრამ ამავე დროს, ის ადამიანები არ უნდა დავკარგოთ, რომელთაც სხვა ოპოზიციური პარტიები მოსწონთ, მაგრამ სააკაშვილის შიში აქვთ. ამიტომ, ეს ბალანსი დასაცავია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა