ბექა ბასილაიამ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით 30-მდე დამკვირვებლის სახელით მიმართა.
როგორც დამკვირვებლების ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების დამხობის სავარაუდო ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
უფლებადამცველის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას 41 ლარის ოდენობით ითხოვენ.
„პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, ჯინსის შარვლით მოვაჭრე ხალხს დაატარებენ დაკითხვაზე ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოსდა მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობას. ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში სხვადასხვა მედიასაშუალებებით თუ პირადი ფეისბუქგვერდების გამოყენებით გაავრცელა არსებითად მცდარი, სხვადსხვა პირთა მადისკრედიტებელი ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში“, – აცხადებს ბექა ბასილაია.
დამკვირვებლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
1tv.ge