აშშ-ის შეიარაღებული ძალების საქართველოში მუდმივად განთავსება არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრiნციპული საკითხი - უგულავა
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ექსპერტთა ნაწილის ღია წერილს ეხმაურება მაიკ პომპეოს მიმართ, სადაც ექსპერტები პომპეოს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საქართველოში მუდმივად განთავსებას სთხოვენ.
უგულავას თქმით, ეს იდეა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვისა და უსაფრთხოებისთვის პრინციპული საკითხი.
უგულავამ აღნიშნა, რომ ამ საკითხს ევროპული საქართველოსგან ექნება სრული მხარდაჭერა.
„ჩვენ, ევროპული საქართველო ცალსახად ვუჭერთ მხარს ამ იდეას, ეს ძველი იდეაა, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ ახალი ძალთა ბალანსის გადათამაშების შემდეგ, რა პროცესიც ეხლა მიდის.
ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი საკითხი თუ დღის წესრიგში იქნება მას ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ექნება.“ - განაცხადა უგულავამ.