თეგებით ძიება

ოპოზიცია პომპეოს დასახვედრად ემზადება - მორიგი შეკრება "ლელოს" ოფისში

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია დეტალების შესათანხმებლად "ლელოს" ოფისში შეიკრიბა.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ხვალ პომპეოს დაგეგმილი შეხვედრების პარალელურად თბილისის სამ ლოკაციაზე მდუმარე აქცია გაიმართება. ხვალ, დილის 11 საათიდან, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან და ამ ფორმით შეეცდებიანს სახელმწიფო მდივანს გააგონონ საქართველოში არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ.

"მოხარული ვარ, რომ პომპეოს შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რადგან მათ იციან როგორი დარღვევებით ჩატარდა არჩევნები", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა. ის შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე სურაბიშვილს და საქართველოს კათალიკოს-პატრიაქრს ილია მეორეს. არსებული ინფორმაციით, პომპეო შეხვედრას გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა