თეგებით ძიება

როგორ დავიკლოთ ერთ კვირაში მარტივად და უსაფრთხოდ?

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და უძრავი ცხოვრების წესმა უამრავი ადამიანისთვის ზედმეტ წონასთან ბრძოლა ცხოვრების მთავარ ამოცანად აქცია.

არსებობს უამრავი დიეტა, რომლის დახმარებით შესაძლებელია კვირის განმავლობაში ორი ან მეტი კილოგრამის დაკლება, მაგრამ ასეთმა დიეტებმა შეიძლება შემდეგ უფრო მეტი წონის აკრეფამდე მიგიყვანოთ. ხშირ შემთხვევაში, წონაში დაკლება დიეტის გარეშე, გაცილებით მარტივი და ეფექტურია.

ჩვენ გთავაზობთ წონის კლებას ერთ კვირაში, თანაც მარტივად და უსაფრთხოდ.

დიეტის მნიშვნელოვანი წესები:
• მიირთვით საჭმელი დღეში მინიმუმ, ხუთჯერ და მიიღეთ ერთ ჯერზე არაუმეტეს, 200 გრ.
• დალიეთ ბევრი სუფთა წყალი. სასურველია, დღეში ორ ლიტრამდე წყლის მიღება.
• ნუ მიიღებთ საკვებს ხუთი კვების შუალედში.

1 დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 1 დიდი ფორთოხალი, 1 გახეხილი სტაფილო, ფინჯანი ყავა.
სადილი: 1 ვაშლი და 10 დიდი ქლიავი ან ქლიავის ჩირი.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი ან იოგურტი.

მე -2 დღე
საუზმე: უცხიმო ყველის ნაჭერი, ყავა.
სადილი: მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: 2 მსხალი ან 2 ფორთოხალი.

მე-3 დღე
საუზმე: 2 ჭიქა რძე.
სადილი: პომიდვრისა და კიტრის სალათი ზეითუნის ზეთით, ერთი ჭიქა ვაშლის წვენი.
ვახშამი: ჭიქა რძე, შეგიძლიათ დაამატოთ კოვზი თაფლი.

მე-4 დღე
საუზმე: შვრიის ფაფა და ჩაი.
სადილი: ნებისმიერი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
ვახშამი: ფორთოხალი და კივი (არაუმეტეს 500 გრ).

მე-5 დღე
საუზმე: ხილის იოგურტი, 1 ფორთოხალი, 100 გრ უცხიმო ხაჭო.
სადილი: კომბოსტოს სალათი და 1 კვერცხი.
ვახშამი: 50 გრ ყველი, ერთი ჭიქა კეფირი.

მე-6 დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 1 დიდი ფორთოხალი, 1 გახეხილი სტაფილო, ფინჯანი ყავა.
სადილი: 1 ვაშლი და 10 დიდი ქლიავი ან ქლიავის ჩირი.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი ან იოგურტი.

მე-7 დღე
საუზმე: უცხიმო ყველის ნაჭერი, ყავა.
სადილი: მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: 2 მსხალი ან 2 ფორთოხალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა