როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონი წყალში ჩავარდა?
ტელეფონის აბაზანაში, ტუალეტში ან ზღვაში ჩავარდნა სმარტფონების ნებისმიერი მფლობელისთვის ღამის კოშმარია, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ხდება.
„დაუგეგმავი ბანაობის“ შემდეგ ტელეფონი რომ გადაარჩინოთ, ყურადღებით მიჰყევით ამ ინსტრუქციას. რაც უფრო მალე შეუდგებით საქმეს, მით მეტია შანსი, რომ სერვის ცენტრში ვიზიტიც თავიდან აიცილოთ და ფულიც დაზოგოთ.
1. გამორთეთ ტელეფონი
2. სწრაფად მოაცილეთ წყლის წვეთები. ამისთვის გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი ხელსახოცები ან პირსახოცი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეკრანის ფენით გაშრობა. ეკრანის დაზიანებით სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებთ.
3. ამოიღეთ ბატარეა.
4. ამოიღეთ სიმ ბარათი (ტელეფონს თუ არა, ტელეფონის ნომრებს მაინც გადაარჩენთ)
5. მშრალი ხელსახოცით ფრთხილად გაწმინდეთ გახსნილი ტელეფონი შიდა მხრიდან.
6. ბრინჯი!
დიახ, ამ ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტს შეუძლია თქვენი ტელეფონი წყლის პროცედურების შემდეგ გადაარჩინოს. ჩადეთ თქვენი სმარტფონი (აკუმულატორისა და სიმ ბარათის გარეშე) ბრინჯით სავსე პაკეტში და მინიმუმ 24 საათით დატოვეთ.
ამ დროის განმავლობაში ბრინჯი მთლიანად შეიწოვს ტენს და, სერვისცენტრში ვიზიტს სავარაუდოდ, თავიდან აგაცილებთ.
იმედია, ამ რჩევის გამოყენება არ დაგჭირდებათ და თქვენი ტელეფონი ყოველთვის მშრალად და უსაფრთხოდ იქნება.