თეგებით ძიება

მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენ ურთიერთობებს, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა - დავით ბაქრაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდება ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ამერიკის მხრიდან აქვს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ განცხადება თბილისის აეროპორტში გააკეთა, სადაც უახლოეს საათებში მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ელოდებიან:

"ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. აშშ-მა დაამტკიცა უკვე წლების განმავლობაში, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება, მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი აქტით და აპროპრიაციების აქტით.

ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია, COVID-19-ის გათვალისწინებით, მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება აშშ-ის მხრიდან, როგორ საქართველოსთან, ასევე რეგიონთან საქართველოს გავლით, იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი იქნება ისეთივე შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენ ურთიერთობებს, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა\'\', - აცხადებს დავით ბაქრაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა