თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე გულწრფელად მეღიმება - თაკო ჩარკვიანი

“კობახიძის შეთავაზებაზე გულწფრელად მეღიმება” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას სატელევიზო დებატებზე პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი.

“დიდი სიამოვნებით მივიღებ და ვეტყვი, რაც მოსულა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამას არ ექნება დებატის, ეს იქნება მონოლოგის ფორმა. სიამოვნებით ვეტყვი, მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მოქალაქეებს აპირისპირებს. ვეტყვი, რომ 20 ივნისიდან ის პროვოკატორობს, უსიამოვნოა პროვოკატორთან დებატი, პოლიტიკოსთან დებატი კარგია. რას მოიტანს ეს ყველაფერი? ამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ ვინმე მოდით ტელეეთერში და არ ჯდებიან,”– აცხადებს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა