თეგებით ძიება

\'\'TV პირველი\'\' რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა

ტელეწამყვანებმა — თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ, ასევე, პროდიუსერმა ნათია ზოიძემ “ტვ პირველი” დატოვეს.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სამივე მათგანმა დაუდასტურა. ამასთან, ჟურნალისტები გადაწყვეტილებას სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს არ უკავშირებენ.

“ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს. “ტვ პირველმა” მომცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი “ღამის ამბები”, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა, საბოლოდ, გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებ. ამ ეტაპზე ეს ჩემი არჩევანია. აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში. სამომავლო საქმიანობას რაც შეეხება, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ჩიხლაძემ.

თეონა ბაკურიძის თქმით, მისი გადაწყვეტილება, ასევე, არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას.

“ჩემი მხრიდან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა. ეს არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს, რაც ჩემს გადაცემებში გარანტირებული იყო. სწორედ სარედაქციო თავისუფლების გამო მოვედი მე ამ არხზე, მადლობა “ტვ პირველს “ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “დღის ამბების” წამყვანმა თეონა ბაკურიძემ.

მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სად გააგრძელებს საქმიანობას.

ტელევიზიის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა “ნეტგაზეთს” “დღის ამბების” პროდიუსერმა ნათია ზოიძემაც, თუმცა მიზეზების შესახებ არ უსაუბრია.

“ხელშეკრულება ამომეწურა და აღარ გავაგრძელე”, – აღნიშნა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა