შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა თუ ანალიზები სიტუაციის გართულებას აჩვენებს, მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს.
„შესაძლოა, რომ ხვალიდან კლინიკაში გადავიდე, გააჩნია, როგორ წავა ინფექცია, იქნება ისე, როგორც გუშინ და დღეს იყო, თუ დამძიმდება. ტემპერატურის მომატება მაქვს-37,8, ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე. ვაპირებ, „რემდესივირის“ გაკეთებას თუ ვიშოვი. ჯერ არ არის საქართველოში, ოფიციალურად სახელმწიფო აპირებს შესყიდვას, მაგრამ კიდევ ორი-სამი კვირა არ იქნება, რამდენიმე კაცმა უკვე გადაისხა, მე ვისაც დავუნიშნე ორი ადამიანი იყო ასეთი, ორივესთან კარგი შედეგი იყო, ინტუბირებული პაციენტები იყვნენ და მოიხსნენ ინტუბაციიდან“, – აღნიშნა ცერცვაძემ.