ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, ყველაზე ძლიერი დასაყრდენი - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, დღეს როგორც არასდროს საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა.
,, ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, საქართველო არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი დასაყრდენი. ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის შეფასებები, ყველა თანხმდება, როგორც საქართველო, ისე ამერიკული მხარე, რომ როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა სტრატეგიული პარტნირობა ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთაშორისი ურთიერთობა, ეს არის ის ძირითადი ოთხი მიმართულება, რაზეც ჩვენ მუდმივად სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვსაუბრობთ ამერიკასთან. შარშან, როდესაც ჩვენ შევაფასეთ სტრატეგიული პარტნიორობის ათი წელი, იმ ყოვლისმომცველ დეკლარაციაში საუბარი იყო სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის იმ მაღალ ნიშნულზე, რომელიც გვაქვს. მაგრამ ამით არ ვკამყოფილდებით, გვინდა კიდევ მეტად დაახლოება აშშ-თან. ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი..\'\', - განაცხადა დავით ზალკალიანმა.