\'\'ნაცვლად იმისა, რომ გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, ამ მდგომარეობასაც სასაცილოდ იგდებთ\'\' - მამა პეტრე თენგიზ ცერცვაძეზე დაწერილ კომენტარებზე
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მადლიერებაზე საუბრობს.
მამა პეტრეს თქმით, ნაცვლად იმისა, რომ თენგიზ ცერცვაძეს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, ზოგიერთი ადამიანი ამ მდგომარეობასაც სასაცილოდ იგდებს.
\'\' მადლიერება კულტურული ადამიანების თვისებაა.
თენგიზ ცერცვაძე თვეების მანძილზე უძილო ღამეებით ზრუნავდა ერის ჯანმრთელობაზე.
ნაცვლად იმისა, რომ გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, ამ მდგომარეობასაც სასაცილოდ იგდებთ...
მართლა ხშირად მიკვირს, როგორ გადარჩა ჩვენი ერი, ან აქამდე როგორ მოაღწია!.. \'\',- წერს მამა პეტრე.