თეგებით ძიება

"ამაზრზენი და წარმოუდგენელია, მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე"

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდგინდა და სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი საკმაოდ უსიამოვნო კომენტარებით გამოეხმაურა ამ ამბავს, რამაც ბევრი გააღიზიანა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფიცირებას ეხმაურება:

"კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - "რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".

შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე - მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც - მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა