ვგონებ, ჩურჩხელების წასაღებადაა ჩამოსული წინასაახალწლოდ და არ გაატანოთ, თუ ბურგერებს არ დაგვიტოვებს - ფანჯიკიძე პომპეოს ვიზიტზე
ფსიქოლოგი და სარეაბილიტაციო ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
ფანჯიკიძის შეფასებით, პომპეომ დააგვიანა, რადგან ის 2 თვეში უკვე ტოვებს პოსტს.
"პომპეო თუ კავკასიის ახალი წესრიგის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, - დააგვიანა. მითუმეტეს, ამ მხრივ რამის შეცვლა თუ უნდა, ამის დრო აღარ აქვს, - ორ თვეში ტოვებს პოსტს და ვინც მის მაგივრად დასკუპდება, ვერც ის იზამს რამეს უცებ-უცებ. არც სამზარეულოს ვნებები უნდა აინტერესებდეს, ხოდა ჩემი აბდუქციის, ინდუქციისა და დედუქციის შედეგად, ვგონებ, ჩურჩხელების წასაღებადაა ჩამოსული წინასაახალწლოდ და არ გაატანოთ, თუ ბურგერებს არ დაგვიტოვებს. ორი ბურგერის სანაცვლოდ ნახევარი ჩურჩხელა. ან კიდევ უკეთესი გარიგებაც შეიძლება, - კარტოფილი ზევიდან.
ტარანი ანგარიშითაა თქვენგენაცვალეთ, - ძველი რაჭული ანდაზა ასე ამბობს" - წერს ფანჯიკიძე.