„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია“
ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია აშს-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის წარმომადგენელი ოპოზიციას არ შეხვდა.
„არ მინდოდა, შეცდომაში შემეყვანეთ და დილიდან არ დამიტოვებია არცერთი წყარო და ყველასგან ერთი და იგივე რამ გავიგე: საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს.
რას უნდა ნიშნავდეს? ამაზე, ალბათ, ყველას გვაქვს პასუხი“, – წერს ირაკლი ლატარია.