"მიშიზმი – ავადმყოფობა, შამი, სიტლუე და სიგონჯე – არ იკურნება, მორჩა! მოგეპარება და მაინც დედას გიტირებს"
„2012 წელს მოპოვებულმა გამარჯვების შეგრძნებამ იმდენად გამაკეთილშობილა, რომ ჩემ ირგვლივ, თითქმის, ყველას ყველაფერი უხმოდ ვაპატიე. გადავაბიჯე უამრავ რამეს და ბევრს მივუტევე ყველაზე დიდი ბოროტება – მიშიზმი, ზურგში მახვილის ჩაცემა და ძველი თუ ახალი ორპირობა. მზად ვიყავი, აღიარების შემთხვევაში, მამაჩემის უშუალო მკვლელებიც წარსულში გადამესროლა“, – წერს სოციალურ ქსელში გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე.
„ამ შეგრძნებამ შინაგანად გამათავისუფლა, შვება მომგვარა და ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, რომ უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს. საქებარი არაა, ეგოისტურია ყველაფერი – შინაგანი სიმშვიდის მოპოვების სურვილი, ცხოვრებაში ახალი ფურცელის გადაშლა, შეძლებისდაგვარად, დავიწყება, რასაც ადამიანები გარშემო ჩადიან. – სხვა ცუდია? – შენ იყავი კარგი!
ცოტა ისიც მეგონა, რომ მეორე ლოყის მიშვერა გააკეთილშობილებდა ვინმეს, უხერხულობას მაინც იგრძნობდა, დააფიქრებდა…
ჰოდა, რატომ ვწერე ამდენი – დედა, რა სულელი ვიყავი! ამათ რაღა ეშველებათ აწი?! მიშიზმი – ავადმყოფობა, შამი, სიტლუე და სიგონჯე – არ იკურნება, მორჩა! აპატიე რამდენიც გინდა, მოგეპარება და მაინც დედას გიტირებს.
მოკლედ, ვატყობ, ვეღარ ვარ ისეთი კეთილშობილი და ვისაც თენგიზ ცერცვაძის ავადმყოფობა გაუხარდა, იქვე, ამირანსაც იგივეს უსურვებს, მათ და მათ ოჯახებს არ აცდენოდეთ არცერთი, ესენი ვინ არიან? მიშა და მისი ბანდა სამუდამოდ ციხეში რომ არ ლპებიან და იქით ეხვეწებიან, პარლამენტში შემოდითო, ამისთვის ცალკე მოეკითხება ,,ოცნებას“ და მის მეთაურს. შეიძლება, ეს არ გამიხარდეს, მაგრამ ასეთია სამყაროს კანონზომიერება, რომელიც არასდროს ირღვევა!”- წერს რუსუდან შარაძე.