თეგებით ძიება

გიორგი კეკელიძე: ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი, გადავწყვიტეთ, მას დავეხმარებით

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალური ქსელით მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ლევან ზურაბაშვილის დედის პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასაახალწლოდ, "გურული დღიურების ფონდი" მას ფინანსურად დაეხმარება.

"ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით - ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა