თეგებით ძიება

ბღუჯა-ბღუჯა რომ დაიგლიჯოთ თმები და წამწამები გამოიწიწკნოთ, გაუბედურებულ ადამიანს მაინც დავეხმარებით - ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმიანება:

„დედას წამალს ვერ ყიდულობს, სიღარიბის გამო ცოლსა და შვილს გვერდით ვერ უდგას, სახლი წაართვეს, სასოწარკვეთილმა სამორინეში დაიწყო სიარული და იქაც გაძარცვეს, ნორმალურ სამსახურს ვერ შოულობს, ჯანდაცვის ელემენტარულ მომსახურებას ვერ იღებს, საფინანსო დაწესებულებების მიერ დაკისრებულ ტვირთს ვერ აუდის, არაფერი რჩება იმისთვის, რომ იარსებოს !!!

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ბ-ნმა ლევან ზურაბაშვილმა მართლწესრიგი დაარღვია, არავინ მოუკლავს, არავინ უწამებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია …

დღეს კი ყველა უნიჭო მწერალი, ღვთის პირიდან გადავარდნილი ნაძირალა, ავანტიურისტი, მონა, უღირსი, უპირო ცდილობს, რომ მთელმა დანარჩენმა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაპყროს ჩაგვრას, სიღარიბეს, უსახლკარობას, ადამიანის სოციალურ განადგურებას. დაუსრულებლად, დუჟმორეული მოთქვამენ მართლწესრიგის დარღვევაზე, რომელმაც, სამწუხაროდ, ნამდვილად აანერვიულა რამდენიმე ადამიანი 2-3 საათის განმავლობაში, რაც სიხარულის მომგვრელი ნამდვილად არ არის და იმედია, ასეთი შევარდნები აღარ განმეორდება… ლამის უსამა ბენლადენად გამოაცხადეს ბატონი ლევანი! თან ეს ის ხალხია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წაუყრუა ევროსასამართლოს განაჩენს; განაჩენი ხელისუფალთა მიერ ძვლებამოცლილი და ას ნაწილად დასერილ-დასახიჩრებული შავაძის საქმეს უკავშირედებოდა. ეს ის ხალხია, რომელიც სულ ჩუმად არის, მის კეთილდღეობას თუ არ დაემუქრა საფრთხე!

თურმე, როგორ გაბედეს ადამიანებმა და შვილდაჭერილი, წამლების გარეშე დარჩენილი დედის დახმარება გადაწყვიტეს !!!

სამ ნაწილად რომ გაიხეთ, თმები ბღუჯა-ბღუჯა რომ დაიგლიჯოთ, წამწამები რომ გამოიწიწკნოთ, იმას მაინც გავაკეთებთ, რომ გაუბედურებულ ადამიანს დახმარების ხელს გავუწვდით!

ამ ანგარიშზე გროვდება თანხა: GE29TB7952245061100087

რა პატარები ხართ! მთელი ძალაუფლება, პრივილეგიები თქვენ ხელშია და მაინც საცოდავები ხართ!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა