აამოქმედეთ მონიტორინგი! იმოქმედეთ და დასაჯეთ დამნაშავეები - ნათია მოგელაძე შსს-ს მიმართავს
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნათია მოგელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოსახლეობას მიმართავს:
"ამხილეთ თქვენს ირგვლივ მყოფი უპასუხისმგებლო თანამოქალაქეები!!! გაითვალისწინეთ, რომ პატიმრობით ისჯება როგორც იზოლაციის წესების დარღვევა, ისე განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნაც კი!!!
სამწუხაროდ, ბევრი უტიფარი და უაპსუხისმგებლო ადამიანის გამო, კორონავირუსის გავრცელების რისკი უფრო და უფრო იზრდება და ბუნებრივია, ეს ისედაც რთულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. ზოგი მსუბუქსიმპტომიანი კოვიდ-ინფიცირებული, ზოგი ინფიცირებულის ოჯახის წევრი, უტიფრად დადის ქალაქის ქუჩებში, სუპერმარკეტებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რადგან თავად არ ყოფნით შეგნება საჭიროა ვამხილოთ ისინი და მოვთხოვოთ სამართალდამცავებს აღასრულონ კანონი. ასეთი პრეცედენტის არსებობა აუცილებელია მსგავსი ქმედებების შემდგომი პრევენციისთვის:
მუხლი 248 1. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა[/b]
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ,
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამ მუხლის შესაბამისად ჯერ ხდება ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო შემდეგ 3 წლამე ციხე.
კოვიდ ინფექცია განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებად არის აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 ბრძანებით, განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაა დამტკიცებული. აღნიშნულ ნუსხაშია კორონავირუსი, დასახელებით SARS-CoV. ახალი შტამის ასახვა ჩვენს კანონმდებლობაში მხოლოდ ტექნიკური საკითხია. ამიტომ გავითვალისწინოთ, რომ ეს დანაშაულია და პატიმრობით ისჯება !!!
[b]მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა
1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
რეალურად აამოქმედეთ მონიტორინგი! იმოქმედეთ და დასაჯეთ დამნაშავეები!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs", - წერს მოგელაძე სოციალურ ქსელში.