თეგებით ძიება

ნევროზის პროფილაქტიკა ბავშვებში - რეკომენდაციები

ნევროზის პროფილაქტიკა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოს დედისათვის მშვიდი, უსაფრთხო გარემოს შექმნის, სტრესებისთვის თავის არიდების, შიშებისა და შფოთვის გადალახვის, ნორმალური მშობიარობისთვის სათანადო განწყობის შექმნის გზით.

მოგვიანებით საჭირო იქნება ზრუნვა ბავშვის ნერვული სისტემის განსამტკიცებლად და იმ გამაღიზიანებლების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც მის დაძაბვას იწვევს.

ოჯახში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატისა და ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის კეთილსასურველი გარემოს შექმნა, სწორი დღის რეჟიმის შემუშავება და დაცვა.

ზომიერი, ბავშვის შსაძლებლობების შესაბამისი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა.

მშობლებმა არ უნდა მოსთხოვონ შვილებს რეკორდების მიღწევა, ზებუნებრივი უნარების გამომჟღავნება და მუდმივად სამაგალითოდ სწავლა. ასეთ ვითარებაში ზიანდება ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ის გამუდმებით ნერვიულობს, უქვეითდება თვითშეფასება, კარგავს საკუთარი თავის რწმენას, იღლება, კარგავს ინტერესს სკოლასა და სწავლის მიმართ, ეძაბება ურთიერთობა მეგობრებთან და მშობლებთან, კარგავს მათ ნდობას.

ბავშვის მოძრაობითი აქტივობის უზრუნველსაყოფად საჭირო პირობების შექმნა. დაგროვილი ენერგიიისგან გასათავისუფლებლად, სასურველია, შვილი პერიოდულად ბუნებაში გავიყვანოთ, აქტიური თამაშის საშუალება მივცეთ, ვავარჯიშოთ, უკიდურეს შემთხვევაში ვასეირნოთ ფეხით სუფთა ჰაერზე.



იზრუნეთ, რომ შვილს ძილი და დასვენება არ დააკლდეს, რადგან აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ძალების აღსადგენად. სრუფლასოვანი ძილი ნევროზის თავიდან აცილების კარგი საშუალებაა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა