თეგებით ძიება

„ვეძებ ძმას, რომელიც გარდაცვლილი გვეგონა, გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნობათ, გამაგებინეთ…“ – ოჯახი ტყუპისცალს ეძებს

ფეისბუქ-ჯგუფში „ვეძებ“ ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს ეძებს, რომელიც 2000 წელს, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაიბადა. როგორც პოსტიდან ირკვევა, ქალმა ტყუპი ბიჭი გააჩინა. დედას უთხრეს, რომ ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ცხედარი დედას არ აჩვენეს.

ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ვეძებ ძმას რომელიც გარდაცვლილი გვეგონა. დედამ 2000 წლის 29 მარტს იმშობიარა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში და გააჩინა ტყუპი ბიჭები. მშობიარობიდან სამი დღის შემდეგ დედას უთხრეს, რომ ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ცხედარი დედას არ აჩვენეს. ახლა 24 წლის უნდა იყო. ალბათ სახელი და გვარი შეცვლილი გექნება. დედამ მალხაზი დაგარქვა გვარად ჭითანავა უნდა ყოფილიყავი.

ბოლო დროს მეუბნებიან, რომ წალენჯიხაში მოჰკრეს თვალი ჩემს ძმას (რომელიც ცოცხალია). ჩემი ძმა იქ არ ყოფილა. ეჭვი გვაქვს რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც ვეძებთ. ამ ფოტოში შენი ტყუპისცალი ძმაა.

თუ თავი მიამსგავსე ან ვინმეს გეცნობათ და წალენჯიხაში მსგავსი ვიზუალის ადამიანს ხედავთ გთხოვთ გამაგებინეთ“, – წერს თამუნა ჭითანავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა