შენ ხარ შავი ლაქა - ცესკო-ს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა
ცესკოს სხდომაზე, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები უნდა შეეჯამებინა ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული. სხდომის შეჩერების მიზეზი კომისიის წევრსა და თავმჯდომარეს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრ დავით კირთაძეს, რომელიც მას ოლიგარქიული რეჟიმის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებდა, განცხადებით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
"თქვენ საქართველოს წაართვით მომავალი და ქვეყანას მიაქანებთ რუსეთისკენ, თქვენ თავმჯდომარე კი არა , ხართ "ტოჩკა რუ", შავ ლაქად მოგიხსენიებთ ქართველი ხალხი." - განაცხადა დავით კირთაძემ კალანდარიშვილის მისამართით. რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.
"შენ ხარ შავი ლაქა" - მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და ჭიქით შავი სითხე შეასხა
დავით კირთაძეს სხდომის დარბაზი მანდატურმა დაატოვებინა. რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
სხდომის პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ოლიგარქიული რეჟიმის მიერ არჩევნების მიტაცებას აპროტესტებს.