ხელისუფლებას ელის ქარიშხალი - გიგა ბოკერია
ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს, საკუთარი უტიფარი პოლიტიკით ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ქვეყანასაც ძვირი დაუჯდეს.
„საქართველო იმ გზაზე არ დგას, სადაც ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ეს ამბავი დათმეს, გაატარეს ეს ფაზა, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. ამას საზოგადოება არ და ვერ შეეგუება და წინ ამ ხალხს - ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს საკუთარი უტიფარი პოლიტიკით. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ზოგჯერ, რეაგირება დროში იწელება, მაგრამ ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს ქვეყანას, სამწუხაროდ, მათი პოლიტიკის შედეგებიდან გამომდინარე ეკონომიკასა და ჯანდაცვაში.
არავის უნდა არეულობა, არც რაიმე რისკები, ეს ხალხის ნორმალური ინსტიქტია. ოღონდ, რაღაც ზღვარს იქით ეს მთავრდება ხოლმე და ძალიან გაუჭირდებათ. იმ ქარიშხალმა, რომელიც ლეგიტიმურ ბრაზს მოაქვს ხოლმე, შეიძლება, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოდ წალეკოს ეს ხელისუფლება. როცა ინსტიტუტების მიმართ ნდობა საერთოდ ქრება, მაშინ, ვინც მთავრობაშია, მათთვის რისკები ერთი ათასად იზრდება. ამ კაცს, რომელსაც უნდა, რომ ღმერთივით ღრუბლებში იყოს, პასუხს არაფერზე აგებდეს და ასე მართოს, ძალიან გაუჭირდება ამ ვითარებაში. ეს ძალიან სარისკოა მისთვის და სამწუხაროდ, ქვეყნისთვის. მას ეს უნდა ესმოდეს და ჩვენი ვალია, ეს გავაგებინოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წნეხით. არ არის ყველაფერი ჩვენს ხელში, ოღონდ ჩვენი ვალია ეს ბოლომდე ვცადოთ“, - განაცხადა ბოკერიამ