თეგებით ძიება

შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, რომელსაც ყველა მიმართავს - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში სრული ლოქდაუნის გამოცხადების საშუალებას არ იძლევა, რომელიც ითვალისწინებს სახლიდან გამოსვლის ან საქმიანობის შეზღუდვას. თუმცა, აქტიურად განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.

„დღეს კორონავირუსის დაახლოებით 4 000 ახალი შემთხვევა გვქონდა. ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ბიზნესისგან მოვისმინეთ, რომ ყოველგვარი შეზღუდვების დაწესების გარეშეც, ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე მათი გაყიდვები ისედაც შეზღუდულია. შესაბამისად, საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, სიტუაცია დავასტაბილუროთ, რითაც მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას მივცემთ, რომელიც მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის აუცილებელია“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა დაწესდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, ამას კი ხელს შეუწყობს მაგალითად სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, ცალკეულ ქალაქებში ტრანსპორტის შეჩერება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა