თეგებით ძიება

\'\'რა თავზარდამცემი ინფორმაციაა.. ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ..\'\' - თამარ ივერი

მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

თამარ ივერის თქმით, ნახევარი საათის შუალედით, ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე.


\'\'რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის.კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით,ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე ,ძალიან განვიცდი.ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსი. მამას საყვარელი კოლეგა,შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალი..ორმაგად მტკივნეულია რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას.
თავს გაუფრთხილდით მეგობრებო!! საფრთხე რეალურია! \'\' - წერს თამარ ივერი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა