გადამოწმებულია, ყველა მუშაობს! როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი, რომ აუცილებლად ახდეს
ადამიანების დაახლოებით 80% ახალი წლის დადგომის წინ თავის ყველაზე სანუკვარ სურვილს ფურცელზე წერს, წვავს, შამპანურის ჭიქაში ყრის და სვამს. რისთვის? იმისთვის, რომ სურვილი ახდეს! ფიქრობთ, რომ ახალი წლის დაწყება ნაცრის ჭამით კარგი იდეაა? ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, ამიტომ წლის ყველაზე მაგიურ ღამეს სურვილის ასრულების რამდენიმე სხვა გზას გთავაზობთ.
გადამოწმებულია, ყველა მუშაობს!
სურვილების კოლოფი
ქაღალდის ჭამა საჭირო არაა. უბრალოდ გააკეთეთ პატარა, ლამაზი და რაც მთავარია, მსუბუქი კოლოფი და ნაძვის ხეზე დაკიდეთ. ამის შემდეგ თქვენი სურვილი ფურცელზე დაწერეთ, და ყუთში ჩადეთ. ახალი წლის დადგომამდე ხუთი წუთით ადრე, მიდით ყუთთან, მარცხენა ხელით შეეხეთ და თქვით: "სურვილი საიდუმლოა, მაგრამ რეალური გახდება". ამის შემდეგ ყუთი ნაძვის ხიდან ჩამოხსენით და ახალ წლამდე ხელში გეჭიროთ. 12 საათის შემდეგ სურვილებიანი ქაღალდი ფანჯრიდან გადააგდეთ, ხოლო ყუთი ისევ ნაძვის ხეზე დაკიდეთ.
ნახტომი მომავალში
ეს ხერხი მარტივი და ამავე დროს, სახალისოა. სანამ ძველი წელი უკანასკნელ წამებს ითვლის, დადექით სკამზე, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თავი სამყაროში, სადაც თქვენი ყველა ოცნება ასრულდა. როგორც კი ახალი წელი დადგება, სკამიდან გადმოხტით - ეს ახალ ცხოვრებაში ნახტომია.
ბარათი
ახალ წლამდე შეიძინეთ ყველაზე ლამაზი მისალოცი ბარათი (სასურველია, რომ მასზე თქვენი ოცნება იყოს გამოსახული). დაწერეთ ბარათზე თქვენი ოცნება, ორიოდე სურვილი და საკუთარ თავს ფოსტით გაუგზავნეთ. შეინახეთ ბარათი მთელი წლის განმავლობაში, როგორც თქვენი თილისმა.
ორიგამი
ეს ხერხი ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონეებისთვისაა. გააკეთეთ ქაღალდისგან ცხოველის ფიგურა (სასურველია, მამალი) და მოუყევით თქვენი ყველა სურვილის შესახებ. ჩამოკიდეთ ორიგამი ხეზე და დატოვეთ საახალწლო არდადეგების ბოლომდე. როდესაც ნაძვის ხეს დაშლით და შეინახავთ, ორიგამი თვალსაჩინო ადგილას მოათავსეთ. ის მთელი წლის განმავლობაში თვალწინ გექნებათ და მოტივაციას აგიმაღლებთ.
ბოთლი
დაწერეთ საკუთარი სურვილი ფურცელზე, ჩააგდეთ ის შამპანურის ცარიელ ბოთლში, თავი დაახურეთ და მომავალ წლამდე დამალეთ. მუშაობს თუ არა, შეამოწმეთ იგი 2022 წელს!