ჯგუფური ყაჩაღობა ხაშურში - ბოროტქმედებმა ბენზინგასამართი სადგურიდან 65 ლარი წაიღეს
ხაშურში "გალფის" ბენზინგასამართი სადგურიდან ჯგუფურად შეიარაღებულმა პირებმა თანხა წაიღეს - შსს-მ მომხდარზე მალევა 2 პირი დააკავა.
ბენზინგასამართის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, დამნაშავეებმა მხოლოდ მინიმალური რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს.
"თურმე თავდამსხმელები ეუბნებოდნენ, მოგვეცი ფული და არაფერი მოხდებაო. როგორც ვიცი, 65 ლარამდე თანხა წაიღეს, რკინის ლარიანი და ორლარიანები, სხვა ვერაფერი", - ამბობს "გალფის" თანამშრომელი.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
წყარო:newpost.ge